2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტ სტუდენტებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სტიპენდია გადასცა.
მინისტრის ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია 300 ევროს ოდენობით გადაეცა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2025-2026 წლის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების საუკეთესო შედეგის მქონე სტიპენდიანტს ვალერი არავიაშვილს, რომელიც სწავლას დიდ ბრიტანეთში, King’s College London-ში, ფსიქოთერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
2025-2026 სასწავლო წლისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლა 249 ახალგაზრდას დაუფინანსა, რომლებიც მსოფლიოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროკავშირის, წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.