აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

05 აგვისტო 2025, 12:30 122 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

სულხან თამაზაშვილმა მოსწავლეების შთაბეჭდილებები და მოსაზრებები მოისმინა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განათლება არის საქართველოს მომავლის მთავარი საყრდენი. ხოლო, ახალგაზრდების აქტიურობა და მონდომება მნიშვნელოვანია ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში  თავმჯდომარემ ბანაკის მონაწილეებს აჭარის მთავრობის მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტები გააცნო, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

საზაფხულო ბანაკი კურორტ გოდერძიზე აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

​პროექტის ფარგლებში, ივლისსა და აგვისტოში ათი საზაფხულო ბანაკი 300-ზე მეტ მოსწავლეს მასპინძლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი