საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის მერიასთან. მოქალაქეები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია ეიჩ გრუპი 466 მობინადრეს ატყუებს. მოქალაქეებს 2022 წელს ჩასაბარებელი ბინები კვლავაც არ მიუღიათ.
აქციის მონაწილეები მერიას თხოვენ, მშენებლობის ნებართვის ვადები არ გაუგრძელონ მშენებელს. მობინადრეებმა შესაბამისი განცხადებით ბათუმის მერიას, მუნიციპალურ ინსპექციას და აჭარის მთვარობას მიმართეს.
ამბობენ, რომ აბუსერიძის 67/71 ნომერში 28 სართულიანი სახლის თაობაზე ფინანსურ პოლიციაშიც შეიტანეს განაცხადი. პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან.
ბინაში ამ ეტაპზე არაა შეყვანილი კომუნიკაციები, არაა ლიფტი და წყალი. აღსანიშნავია, რომ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ნებართვა წლის ბოლომდე აქვს, მაგრამ ბინების მესაკუთრეები ამბობენ ვერც ამ ვადებში ჩაეტევიან.
ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიას და საპასუხო კომენტარს ველოდებით.