მრავალეროვანი სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონის ქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა - ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ კრის მარშალთან ერთად დაესწრო.