„პრიზმა“, ასე ქვია სამი ახალგაზრდა ქართველი მხატვრის – ბექა საყვარელიძის, შოთა გიორგაძისა და ილია დავარაშვილის გამოფენას, რომელიც ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა.
წარმოდგენილი ნამუშევრები აერთიანებს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრული ენების სინთეზს, ინდივიდუალურ სტილსა და სიღრმისეულ თემატურ შინაარსს.
ავტორების შემოქმედება უკვე ცნობილია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – მათ გამოფენებს მასპინძლობდნენ თბილისი, პარიზი, დრეზდენი და სხვა საგამოფენო სივრცეები.