საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ მატარებლებელს ნიშნავს.
როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, ბლოკ მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ- ფოთიდან 21:30 საათზე დაიძრება და თბილისში 09:47-ზე ჩავა. შედეგად ტვირთმფლობელები კონტეინერის პორტიდან თბილისში ჩამოტანას უმოკლეს დროში შეძლებენ კონტეინერებით ბლოკ მატარებელის შევსების მიუხედავად. ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.
"ეს სერვისი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისთვის, რადგან საზღვაო ხაზები მომხმარებლებს აძლევენ კონკრეტულ ვადას რა დროშიც უნდა მოხდეს კონტეინერის უკან დაბრუნება.
ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან-თბილისში მომავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც ერთის მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.
პირველი ბლოკმატარებელი დღეს ,,თბილისი დრაი პორტში" შევიდა. ადგილზე მას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი, ,,დრაი პორტის" დამფუძნებელი და კომპანიას ემ ეს სი ჯორჯიას დირექტორი დახვდნენ.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ"- აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.