დღეს 14 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა უნდა გამოაცხადოს. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის საქმის განხილვა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიკითხა არაერთი მოწმე და ექსპერტი.
სასამართლომ უკვე მოისმინა მხარეთა დასკვნითი სიტყვები.
მედია მენეჯერის საბოლოო სიტყვა. მანამდე კი სასამართლოს ჩვენება მისცა საქმეში ერთადერთმა დაზარალებულმა, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და ბრალდებულმა მედია მენეჯერმა. წინა სხდომაზე პროკურატურამ ამაღლობელს საპროცესო გარიგება შესთავაზა, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა.
განაჩენის გამოცხადების პარალელურად, დაანონსებულია, რომ საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება.
გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.