მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასჯელის ათვლა დაიწყება 12 იანვრიდან, დაკავების დღიდან.
"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის საქმის განხილვა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიკითხა არაერთი მოწმე და ექსპერტი. სასამართლომ უკვე მოისმინა მხარეთა დასკვნითი სიტყვები.
განაჩენის გამოცხადების პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.
გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას 353-ე პრიმა მუხლით ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.