მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ დასრულდა.
ოფიციალური დახურვის ცერემონია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ასევე აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, სიტყვით გამომსვლელებმა მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სიტყვის მიმართვების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სწავლებაში მონაწილე ტექნიკაც.