დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, ქართველი ხალხი სათუთად ინახავს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
„დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს საელჩო.