„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.“ - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
ომბუდსმენის განცხადებით, უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა. განცხადებაში საუბარია 2008 წლიდან 2025 წლამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებების შესახებაც.
სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით დაკავებულია 3 594 პირი, მათგან 2 024 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 570 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.