სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

07 აგვისტო 2025, 11:26 150 ნახვა

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მეუღლემ, ეკატერინე ივანიშვილმა.

კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.

ირაკლი კობახიძესთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ მთავრობის წევრებიც. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი