პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმეზე დღეს დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს. საქმის არსებითად განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, ორ მოწმეს წარადგენს. ისინი ჩხრეკის შემსწრე პირები არიან.დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.