საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

07 აგვისტო 2025, 17:31 62 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, იონ ილიესკუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და რუმინეთს შორის კავშირების განმტკიცებაში.

„ღრმად ვართ დამწუხრებული რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და რუმინეთს შორის კავშირების განმტკიცებაში. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ასევე რუმინეთის ხალხსა და მთავრობას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი