მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.
მთავრობის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი.
ამ ეტაპზე რიყეთი-ზარზმის მონაკვეთზე მიმდინარეობს ცენტრალური გაზის მაგისტრალის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.
პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც დაახლოებით 12 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, დამატებით 15 200-მდე აბონენტის გაზიფიცირება მოხდება.