ლეგენდარული ანსამბლის ”ქართული ხმების” შემოქმედებითი საღამო გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში. შესრულდა სიმღერები ქართული კინოფილმებიდან.
საკონცერტო პროგრამა 20 მუსიკალურ ნომერს მოიცავდა და მაყურებლისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
“ქართული ხმების” საღამო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტოს პროექტის ფარგლებში გაიმართა.
სამინისტროსთან ერთად მხარდამჭერი იყო ასევე ხელვაჩაურის მერია.