მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, დღეს 23:30 საათამდე, გარკვეულ უბნებში წყალმომარაგება შეიზღუდა. ინფორმაციას კომპანია "ბათუმის წყალი" ავრცელებს.
"უხვი ნალექის შედეგად, მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, დღეს 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.
ბათუმის წყალი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.