ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ე. წ ჭაობის უბანში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემა ლუკა ასათიანისა და ბაგრატიონის ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ავტომობილების გადაადგილება გართულდა. დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველი სართული და კომერციული ფართი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. „ბათუმის წყლის” და „აჭარის წყლის ალიანსის” სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები. უწყების ინფორმაციით შეფერხებები იყო მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება უმეტეს ნაწილში აღდგენილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 70 აბონენტი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.- მობილიზებულია და მუშაობს ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური.- წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.