მეწყერი მახინჯაურში

09 აგვისტო 2025, 17:57 660 ნახვა

მეწყერი მახინჯაურში, დღეს დილის საათებში მიწის მასა პაქსაძეების საცხოვრებელ  სახლთან ჩამოიშალა.  სტიქიით დაზარალებული ოჯახი გვიყვება, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან  მეწყრული პროცესები გასულ წლებშიც გააქტიურდა, ოჯახი ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი გეოლოგიური დასკვნები 2019 წლიდან აქვთ, სადაც აღნიშნულია რომ სახლის საძირკველთან გამაგრებითი  სამუშაოებია ჩასატარებელი. ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ რომ წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე და როგორც თქვეს ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევენ

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი