„საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“, დასრულდა. დასკვნით ღონისძიება აერთიანებდა ადგილობრივ და საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრების გამოფენას. პროექტის ფარგლებში, მოეწყო მხატვრებისადმი მიძღვნილი საღამოები, პლენერები და შესრულდა ფერწერული ნამუშევრები.
დასკვნით ღონისძიებას აჭარის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობდა, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ გამოფენილი ნამუშევრები. იყო სიტყვით გამოსვლები. საერთაშორისო პლენერი მშვიდობისათვის მეხუთედ გაიმართა და მას მხარს აჭარის კულტურის სამინისტრო უჭერს.