9 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების დღეა

09 აგვისტო 2025, 20:17 105 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.
9 აგვისტოს ის მოწინააღმდეგე მხარეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. საქართველოში ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია არსებობს. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება“.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი