სნაიპერის საერთაშორისო კურსი

10 აგვისტო 2025, 12:00 112 ნახვა

სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა მუხროვანში. ორკვირიან საერთაშორისო კურსში, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. დასკვნითი სროლები კურსდამთავრებულებმა ბაზის პოლიგონზე გამართეს.

სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი