ხელვაჩაურში მეწყრული პროცესების გამო 15 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს

10 აგვისტო 2025, 12:01 196 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზები და რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. საცხოვრებელ სახლებთან გუშინ განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით  ტერიტორიიდან  დროებით 15 ოჯახი გაიყვანეს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში, მძიმე ტექნიკის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  მერიის სამსახურები და ყველა შესაბამისი უწყება იყო ჩართული. უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი