თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გიორგი ლილუაშვილის პარტიის სარჩელი განიხილა, რომლითაც ლილუაშვილი ითხოვდა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მისი თავმჯდომარის კახა კუკავას და წარმომადგენლების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ბრძანების გაუქმებას.
საქმე მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა განიხილა და არ დააკმაყოფილა. პარტიის წევრის შოთა მაქაცარიას განცხადებით სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და „ თავისუფალი საქართველო „ არჩევნებში მონაწილეობას შეუფერხებლად შეძლებს.