ხელვაჩაურში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული კერების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მერი.
ზაზა დიასამიძის ინფორმაციით ამ დროისთვის მნიშვნელოვანი შეფერხებები არ არის, მისვე თქმით აბონენტების მცირე რაოდენობას აქვს დენისა და წყლის მიწოდების შეფერხება.
მეწყრული პოროცესები გამო ტერიტორიიდან 15 ოჯახი დროებით გაიყვანეს. უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.