გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ, 5 სექტემბრამდე ID ბარათი შეღავათიან ფასად აიღონ

11 აგვისტო 2025, 11:08 260 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დღეიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უწყების ცნობით, საბუთი მე-10 სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:

„სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა; სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში“, - ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი