„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა

11 აგვისტო 2025, 17:14 285 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა.

მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

კერძოდ, მერობის კანდიდატები არიან:

„- ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური
- გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი
- დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი
- ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი
- სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი

ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე - ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე.

ქვემო ქართლში მოქმედ მერებს წარვადგენთ 7-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:
- რუსთავში: ნინო ლაცაბიძე
- გარდაბანში: დავით კარგარეთელი
- დმანისში: კობა მურადაშვილი
- წალკაში: ილია საბაძე

მარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი; თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს - მიხეილ აფციაურს; ხოლო ბოლნისში წარმატებულ იურისტს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით - ზამური ჭითანავას.

მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს - ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში.

მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი - გოგი აბუაშვილი; დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს - კახაბერ ჩიტაურს; ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით - კობა გელაძეს.

შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:
- გორში: კონსტანტინე ბუზალაძე
- ქარელში: ზაზა გულიაშვილი
- კასპში: ვახტანგ მაისურაძე

ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:
- ადიგენში: გოჩა ქიმაძე
- ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე
- ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი
- ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი

ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია:
- ქუთაისში: დავით ერემეიშვილი
- საჩხერეში: ლევან ივანაშვილი
- ჭიათურაში: გივი მოდებაძე
- ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი
- თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე
- ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი
- სამტრედიაში: დავით ბახტაძე
- ხონში: ლადო ჯურხაძე
- წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე

ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია:
- ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი
- ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი

რაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში - დავით ლობჟანიძეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია:
- ფოთში: ბექა ვაჭარაძე
- ხობში: დავით ბუკია
- სენაკში: ვახტანგ გადელია
- აბაშაში: გიგა გაბელაია
- მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი

ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი - დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე - გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე - გუბა საჯაია.

გურიაში მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი - პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე - მინდია ჟღერია.

აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:
- ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე
- ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე
- შუახევში: ომარ ტაკიძე

2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია:
- ქედაში: მამუკა თურმანიძე
- ხულოში: ვახტანგ ბერიძე

ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი - გიორგი ცინცაძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი