„ახალგაზრდული მონაწილეობითი პოლიტიკა“ - ამ სახელწოდებით ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართება, ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, რომლის მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმაცია საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე, ასევე საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობაზე, მოახდინონ საკუთარი ხედვებისა და ინიციატივების გაზიარება საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან.
ფორუმში ასევე ჩართულნი იქნებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.