ბათუმს ევროპის საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი ეწვია

12 აგვისტო 2025, 10:35 141 ნახვა

ბათუმს, ევროპის საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო სილვა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ანტონიო სილვა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, არჩილ სირაბიძეს შეხვდა.

საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა ბათუმში ოლიმპიური სტანდარტების 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.ვიზიტის მიზანს საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ანტონიო სილვამ 2026 წელს, ბათუმში, ახალაშენებულ აუზზე წყალბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების სურვილი გამოთქვა და მზაობა გამოთქვა აღმოუჩინოს დახმარება სპორტის სხვა საწყლოსნო სახეობებში, საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ორგანიზებასა და ჩატარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი