გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გამოვლენილია უნებართვო, რკინის კონსტრუქციის სანახშირე.