თბილისის სააპელაციო სასამართლომ და მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც გიორგი ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გიორგი ბაჩიაშვილს საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების მარტში მიუსაჯა.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება, საუბარია 39 მილიონ დოლარზე. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის, ამ შემთხვევაში, ივანიშვილის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, ინვესტორს კი კუთვნილი თანხა არ გადასცა.