მოსახლეობის პროტესტი

12 აგვისტო 2025, 14:09 171 ნახვა

საპროტესტო აქცია მაიაკოვსკის ქუჩაზე. აქციის მონაწილეები ავარიული სახლის დემონტაჟს და ახალ საცხოვრებელ ფართში გადასვლას ითხოვენ.

ამბობენ, რომ გასულ წლებში მერიასთან და კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ტაძრის ქუჩის #18 ნომერში ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც გასულ წლებში უნდა დასრულებულიყო. თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა მრავალსართულიან კორპუსში წყალი, ელექტროენერგია და სხვა კომუნიკაცია არ შეიყვანა, ასევე არ დაასრულა დაწყებული  ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 

მაიაკოვსკის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავარიულ შენობაში ბზარები ყოველდღიურად იზრდება და დახმარებას ითხოვენ.

საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიისგან კომენტარს ველოდებით.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი