დიდგორობის დღესასწაული

12 აგვისტო 2025, 17:50 104 ნახვა

დღეს დიდგორობააა. დიდგორის ბრძოლიდან 904 წელი გავიდა.

ქართველთა ჯარი დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ლაშქარს დიდგორის ველზე დაუპირისპირდა და დაამარცხა.

ეს დღე წელსაც სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.  დიდგორის ველზე მუსიკალური და ფოლკლორული ღონისძიებები გაიმართა, ასევე ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს.

ღონისძიებებს ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი