აქცია გორგილაძის ქუჩაზე

12 აგვისტო 2025, 17:53 520 ნახვა

მოქალაქეები სამშენებლო კომპანია ემჯეიემი - ის წინააღმდეგ.

დღეს მშენებარე კორპუსში ფართების მესაკუთრეები გორგილაძის 105 ნომერში შეიკრიბნენ და ითხოვდნენ კონკრეტულ პასუხს, როდის ჩაბარდებათ საკუთრებაში არსებული ფართები.

აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია 24-ე სართულის დასხმასა და სახურავის გადახურვით სამუშაოებს არ აწარმოებს 2022 წლის მაისიდან, რის გამოც შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები და ვერ ხერხდება ფართის გადაცემა მოსახლეობისათვის სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

მესაკუთრეების მტკიცებით, კომპანია მათ 5 წელია ჩაბარების თარიღს ატყუებს და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს.

ადვილზე იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი