აქცია ქუჩის ძაღლების მდგომარეობასთან დაკავშირებით

12 აგვისტო 2025, 17:54 152 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ბათუმის ფილიალთან ცხოველთა დამცველებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, სააგენტოს წარმომადგენლებმა აღრიცხვის, სტერილიზაციისა და კასტრაციის მიზნით ათობით ძაღლი უბნებიდან მათთან შეუთანხმებლად წაიყვანა.

მათი თქმით, მზრუნველობაში აყვანილი ცხოველებისთვის შესაბამისი პროცედურები უკვე ჩატარებული ჰქონდათ, თუმცა სააგენტოს წარმომადგენლებმა ცხოველთა დამცველების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ გაითვალისწინეს.

მათი განცხადებით, სააგენტომ უკან მხოლოდ რამდენიმე ძაღლი დააბრუნა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ რომ სააგენტომ ძაღლების გაყვანა უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო, რომელიც პროგრამის ფარგლებში რეგიონებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და  შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ  თავშესაფარში გადაყვანა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი