კუნტიჯვრობა ჩირუხში

12 აგვისტო 2025, 18:00 160 ნახვა

ჩირუხში, სახალხო დღესასწაული ,,კუნტიჯვრობა“ გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა სტუმრებს  თქმულებასა და ისტორიაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამაზ ფუტკარაძემ წაიკითხა ლექცია ,,ისტორიული რაკურსი აჭარის ირგვლივ“.

დღესასწაულზე გაიმართა კონცერტიც, ღონისძიებაში  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი ,,ნაი“ მონაწილეობდა. მოეწყო ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა.

მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს. ადგილზე მომზადდა აჭარული, ტრადიციული კერძები და სტუმრებს  დეგუსტაციის საშუალება ჰქონდათ.

კუნტიჯვრობა“ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ინიციატივით დაარსდა და დიდგორის ბრძოლაში საქართველოს გამარჯვებას ეძღვნება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი