აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად მერიის თანამშრომლებს გიორგი ცინცაძე წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილის თქმით, ბათუმის მერიის ეფექტიანი მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის, ისე რეგიონის განვითარებისთვის.
"გიორგი ცინცაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მჯერა, რომ თავისი ცოდნითა და გამოცდილებით კიდევ უფრო მეტ სარგებელსა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქალაქს",- აღნიშნავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.