გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

13 აგვისტო 2025, 17:52 172 ნახვა

ვისაც გსურთ იმოგზაუროთ დროსა და სივრცეში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს უნდა ეწვიოთ.

თქვენ აქ გაეცნობით უდიდესი გამომგონებლის, თომას ედისონის ისტორიასა და პირველ ხმის ჩამწერ მოწყობილობას „გრაფოფონს“.

სწორედ მისი საშუალებით მოაღწია ჩვენამდე თუნდაც 1923-1953 წლებში ფარცხალაძის  მიერ აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ჩაწერილმა ქართულმა ხმებმა. 

„გრაფოფონი“ ამერიკელმა მეცნიერმა 1877 წელს გამოიგონა. ბგერა ცვილის ლივლივზე სპეციალური ნემსით იწერებოდა, მისგან დატოვებული ნაკაწრები კი ხმას ინახავდა.

მოკლედ, როგორ შეიქმნა პირველი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, როგორ გამოიყენებოდა ის და რა როლი შეასრულა თომას ედისონის გამოგონებამ ხმის ისტორიაში ამ ყველაფერს შეიტყობთ გამოფენიდან, რომელსაც ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი დღეიდან სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი