თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

14 აგვისტო 2025, 11:09 118 ნახვა

ერთი საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტის, ზვიად რატიანის  სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო  სხდომა მიმდინარეობს. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

მოსამართლემ დღეს პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხიც უნდა განიხილოს. ცნობილია, რომ რატიანი დღეს სასამართლოს სიტყვით მიმართავს და წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. 

ზვიად რატიანს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. საქმეში დევს  დაზარალებული სამართალდამცავის  თეიმურაზ მეშველაშვილის გამოკითხვის ოქმი და  მისი ორი მოადგილის ჩვენება. ზვიად რატიანი 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, აქციაზე დააკავეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს ხელი გაარტყა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში