ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას აქტიურად აგრძელებს. პროგრამის პირველ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაიწყო 47 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციის პროექტი, საიდანაც 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გაეცნო.
საბავშვო ბაღებში მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, სველი წერტილები და გათბობის სისტემები, ადაპტირებული გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. გათვალისწინებულია, ასევე, რეკრეაციული ზონებისა და ეზოს მოწყობა.