სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია შიდა ქართლში

15 აგვისტო 2025, 10:29 93 ნახვა

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული საჯარო სკოლები სრულად განახლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ადმინისტრაციის ცნობით  პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.

ახალი და რეაბილიტირებული სკოლები აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სამეცნიერო ლაბორატორიით, სპორტული მოედნებითა და კეთილმოწყობილი ეზოთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში