ვიმედოვნებთ, რომ თედო აბრამოვის მიმართ გამამართლებელ განაჩენს დადებითი გავლენა ექნება სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე - ომბუდსმენი

15 აგვისტო 2025, 14:31 65 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება თედო აბრამოვის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 15 აგვისტოს გამოტანილ კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, თედო აბრამოვის ბრალდების საქმეზე 14 აპრილს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, სადაც პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებდა.

„სახალხო დამცველი იმეორებს, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩხრეკისას სამართალდამცავებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების ობიექტური შესაძლებლობა და აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად, მით უმეტეს, პირის პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით. სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში