ოთარ ქათამაძის დასახმარებლად

15 აგვისტო 2025, 14:10 83 ნახვა

‘’საქველმოქმედო გამოფენა ოთოსთვის’’ - ამ სახელწოდებით ბათუმის აჭარის ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. რეალიზაციით მიღებული თანხა ოთარ ქათამაძის ოჯახს გადაეცემა.

ცნობისთვის, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს ოთარ ქათამაძეს,   საზოგადოების თანადგომა სჭირდება.   ორი კვირის წინ ოთარს თავის ტვინში ანევრიზმა გაუსკდა, რა მიზეზითაც ჩაუტარდა სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციები.

სამწუხაროდ, მდგომარეობა გართულდა და განვითარდა ფილტვების ანთება, ხოლო მოგვიანებით სეფსისური მენინგიტი. ამჟამად ოთარი უგონო მდგომარეობაში, აპარატზეა მიერთებული.  მისი მკურნალობის, კვლევებისა და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო თანხა სოლიდურია, რაც ოჯახს არ გააჩნია.

დახმარების მსურველთათვის, ანგარიშის ნომრებს ბათუმის დრამატული თეატრი სოციალურ ქსელ ‘’ფეისბუქის’’ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში