აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

15 აგვისტო 2025, 14:44 64 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  მიმდინარე პროგრამებს გაეცნო. ასევე, შეხვედრა გამართა სამედიცინო პერსონალთან და სერვისებით მოსარგებლე მოქალაქეებთან.

უწყების ინფორმაციით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.

შესაბამისად, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ამ მიზნით 10-მდე სკრინინგულ და სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ჯანმრთელობის, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებს, თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკის შემცირებას და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში