საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ბრალდებულმა, სიტყვიერი შეკამათებისას წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მეუღლეს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.