„იმედი“ - ნადეჟდა წულუკიძის გამოფენა

15 აგვისტო 2025, 17:51 97 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოყვარული მხატვრის ნადეჟდა წულუკიძის ნამუშევრების გამოფენა - „იმედი“ გაიმართა.

ნადეჟდა წულუკიძე ბავშვობიდან ხატავს, თუმცა ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა, რომელიც თაობათა შორის სიყვარულის, პატივისცემისა და განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულებაა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ოცდაათზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც 2020 წლიდან დღემდეა შესრულებული. მთავარ თემად ავტორი ირჩევს ყვავილებს.

გამოფენა 17 აგვისტომდე უმასპინძლებს დამთვალიერებელს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში