ეროვნული ბანკის ცნობით ივლისში ფულადი გზავნილები 13%-ით გაიზარდა

15 აგვისტო 2025, 19:56 93 ნახვა

მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.0%-ით მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლის დასაწყისიდან 7 თვეში გადმორიცხულია 2,052.0 მლნ აშშ დოლარი. „სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.3%-ს შეადგენს, შესაბამისი 149.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 16.4%-ს შეადგენს.

ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში