ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

16 აგვისტო 2025, 11:14 1185 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით  გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 7 პირი.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. დანარჩენ პირებს კი, რომლებიც შედარებით მსუბუქად არიან, საჭირო კვლევები უტარდებათ.

ერთმანეთს "ფორდის" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-მიხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში