პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

16 აგვისტო 2025, 11:45 922 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების ფლობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1966 წელს დაბადებული გ.თ., ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1981 წელს დაბადებული ჯ.ხ. და 1973 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

 

პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების მიერ დათესილი და კულტივირებული 230 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში