სურამის შემოვლითი გზა გაიხსნა

16 აგვისტო 2025, 12:03 88 ნახვა

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი, - სურამის შემოვლითი გზა გახსნილია.

ამიერიდან სურამისა და მიმდებარე სოფლები სატრანზიტო მოძრაობისგან განიტვირთება.

ახალი მონაკვეთი 6.4 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 11 ხიდსა და ხუთ გვირაბს. ოფიციალური ცნობებით, ეს მონაკვეთი ჯამში 265 მილიონი ლარი დაჯდა.

ნაწილი მსოფლიო ბანკის სესხით აშენდა, ნაწილი - ბიუჯეტის თანადაფინანსებით. გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გუშინ ჩატარდა. 

ითქვა, რომ მალე დაიწყება სასაზღვო მონაკვეთების, ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში